შეკითხვა:

 

ჰელიუმს  გადაეცა   Q  სითბო, რის შედაგადაც იგი გაფართოვდა  იზობარულად. რისი ტოლია  ამ დროს აირის მიერ   შესრულებული მუშაობა?

 

პასუხი:

თერმოდინამიკის პირველი  კანონი:   Q = A + (დელტა U)

ჰელიუმი  ერთატომიანია... რის გამოც  მისი შინაგანი ენერგიის ცვლილება ---- (დელტა U) =(3/2) (m/M) R(დელტაT) 

იდეალური აირის მდგომარეობის  ძირითადი განტოლების დახმარებით კი ---  p(დელტაV)= (m/M) R(დელტაT) 

თავისმხრივ  იზობარული პროცესის დროს იდეალური   აირის მუშაობა ---- 

A = p(დელტაV)

ასე, რომ საბოლოოდ:    Q = A + (3/2)A = (5/2)A ----->>>

A = 0,4 Q