შეკითხვა: | R-რადიუსიან ჰორიზონტალურ დისკოს აბრუნებენ მის კიდეზე გამავალი ვერტიკალური ღერძის გარშემო W მუდმივი კუთხური სიჩქარით. დისკოს კიდეზე, მის მიმართ თანაბრად მოძრაობს m მასის ნაწილაკი.იმ მომენტში როცა ის ბრუნვის ღერძიდან მაქსიმალურადაა დაშორებული,დისკოსთან დაკავშIრებულ ათვლის სისტემაში ნაწილაკზე მოქმედი ინერციის ძალები ნულს უტოლდება იპოვეთ ნაწილაკის a აჩქარება დისკოს მიმართ ამ ამოცანის ამოხსნა ვნახე ინტერნეტშI სადაც კორიოლის ძალა მიმართული იყო დისკოს მიმართ ნაწილაკის ცენტრისკენული ძალის გასწვრივ და ვერ გავიგე, ანუ თვითონ კორიოლის ძალა ხომ კუთხური სიჩქარის პერპედიკულარულია, განსაზვრების თანახმად და რა მანქანებით უნდა გახდეს მისი მიმართულება ცენტრისკენული ძალის პარალელური ვერ ხვდები :D მადლობთ წინასწარ |
---|---|
პასუხი: | ჩვენი საიტის მთავარ განყოფილებაში დევს ფიზიკის სახელმაძღვანელო, სადაც ახსნილია რომ მბრუნავ არაინერციულ სისტემაში მყოფ სხეულზე გარდა ჩვეულებრივი ბუნებრივი ძალებისა( რომლებიც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სისტემაში საერთოდაც კი არ არსებობდნენ) დამატებით აუცილებლად მოქმედებენ ''არაბუნებრივი'' ე,წ. ინერციის ორი ძალა --- ცენტრიდანული mω2 r და კორიოლისის
vω vω
ω მიმართულია დისკოს სიბრტყის მართო- (ზედხედი)ბულად შიგნით(ქვევით) და თუ ამ დროს ცენტრიდან რაიმე r მანძილზე მყოფ სხეულს დისკოს მიმართ მივანიჭებთ r რადიუსის მართობულ ბრუნვის საწინააღმდეგო v სიჩქარეს, მაშინ კორიოლისის ძალა მიმართული იქნება დისკოს სიბრტყეში ცენტრისკენ....
|