შეკითხვა: | ბატონო ოლეგ,1 კგ მასის დნობის ტემპერატურის მყარი და თხევადი რკინის შინაგანი ენერგიები ტოლია?მათ მასა და ტემპერატურა აქვთ ტოლი და შესაბამისად შინაგამი ენერგიაც ტოლი ექნებათ? |
---|---|
პასუხი: | დნობის ტემპერატურის მქონე მყარი რკინა რომ მთლიანად გაადნო - გადააქციო იგივე ტემპერეტურის თხევად რკინად, ამისათვის მას დამატებით უნდა გადასცე ''ლამბდა''m სითბო, ხოოოოოომ?!... ანუ დნობის ტემპერატურის თხევად რკინას ''ლამბდა''m -ით მეტი შინაგანი ენერგია აქვს ვიდრე იგივე ტემპერატურის მყარ რკინას.... 1 კგ 0 გრადუსიან წყალს ''ლამბდა'' = 340 კჯ -ით მეტი შინაგანი ენერგია აქვს, ვიდრე 0 გრადუსიან 1 კგ ყინულს... 1 კგ 100 გრადუსიან ორთქლს r = 2260 კჯ-ით მეტი შინაგანი ენერგია გააჩნია, ვიდრე 1კგ 100 გრადუსიან წყალს. ამიტომაა რომ ორთქლით მიღებული დამწვრობა უფრო საშიშია, ვიდრე 100 გრადუსიანი წყლით (ფთუი ეშმაკს)
|