შეკითხვა: | ბატონო ოლეგ,გადავავლე თალი საიტს,ვნახე მსგავსი ამოცანები და ამოვხსენი..ახლა კი ამ კითხვებზე მაინტერესებს ძალიან პასუხი,1.იცვლება თუ არა ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებისას მისი კუთრი სითბოტევადობა? 2.ვედრო სავსეა წყლით,ვთქვათ სპირტქურაში სპირტი სულ არის.შეძლებს თუ არა იგი წყლის ადუღებას?რატომ? წინასწარ გმადლობთ.. |
---|---|
პასუხი: | 1) ყინული და წყალი ერთიდაიგივე ნივთიერება წყლის (H2O) ორი განსხვავებული აგრეგატული მდგომარეობაა? - უპასუხე! - კი თუ არა?! სწორი პასუხის შემთხვევაში ჩახედე ნივთიერებების კუთრი სითბოტევადობების ცხრილს( თავად მოიძიე სახელმძღვანელოში) და შეადარე ერთმანეთს ყინულის და წყლის კუთრი სითბოტევადობები... განსხვავდებიან ერთმანეთისგან?... რომელს მეტი კუთრი სითბოტევადობა აქვს და რამდენჯერ?... იქნებ ერთიდა იგივე აქვთ?
თუ გინდა რომ სხვა დროს გიპასუხო, ამიტომ ამ კითხვებზე თავად მიპასურე... მოვკვდი დარდით. 2) თუ სისტემა (წყლიანი ვედრო + სპირტქურა) ჩაკეტილი იქნება(ჩაკეტილი იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ სისტემას მაინცდამაინც ბოქლომი ექნება დადებული, არამედ იმას რომ ''წყლიანი ვედრო + სპირტქურა'' მოთავსებული იქნება რაიმე თბოიზოლირებულ(თბოგაუმტარ) ჭურჭელში), მაშინ საკმაო რაოდენობის სპირტის დაწვის ფასად შესაძლებელი იქნება წყლის ადუღება, რადგანაც წვისას გამოყოფილი სითბო არსად არ ''გაიპარება''( ხომ შევთანხმდით რომ ჭურჭელს '' ბოქლომი'' ადევს - ჩაკეტილი არისო) და მთლიანად მოხმარდება მხოლოდ წყლის გაცხელაბას და დაველოდები..... ბოლოსდაბოლოს ადიღდება მა რა ჯანდაბა იქნება. მაგრამ თუ სისტემა ღიაა? - ანუ თუ მდინარის პირას ხარ და კარგადაც უქიქინებს, მაშინ კი ვეღარ აადუღებ ბიძიკო სპირტქურით ვედრო წყალს... მაგი კიარადა შეიძლება ერთი ბალონი გაზიც არ გეყოს ყინვიან თებერვალში(ცოტა გავაბუქე)... და აბა თუ მიხვდი რატომ? მომწერე აუცილებლად - დავილიე კაცი... ხო, მართლა - რას ნიშნავს რომ ამბობენ წყლის კუთრი სითბოტევადობა 4200 ჯ/კგ.გრად -ის ტოლიაო? - ღმერთო გამახსენე
|