შეკითხვა:

გამარჯობა, მაინტერესებს ერთნაირია თუ არა თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება სხვადასხვა ციურ სხეულებზე? რატომ? კიდევ მაინტერესებს თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება მთვარეზე?

პასუხი:

მსოლიო მიზიდულობის კანონით 

\(\dpi{100} F=G\frac{Mm}{R^{2}}\) 

სადაც M და m არის პლანეტისა და სხეულის მასები ხოლო R პლანეტის რადიუსი (ითვლება, რომ პლანეტის ზედაპირიდან სხეულის აწევის სიმაღლე გაცილებით ნაკლებია პლანეტის რადიუსზე და მისი უგულებელყოფა შეიძლება).

ნიუტონის მეორე კანონით სხეულის აჩქარება, რომელიც მასზე პლანეტის მხრიდა მოქმედი მიზიდულობის ძალით არის გამოგამოწვეული აჩქარებაწვეული

\(\dpi{100} a=\frac{F}{m}=G\frac{M}{R^{2}}\)

პლანეტაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება. როგორც ხედავთ ის დამოკიდებულია პლანეტის მასაზე და მის რადიუსზე და ზოგადად ყველა პლანეტისთვის განსხვავებულია. მთვარის შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუალი ვარდნის აჩქარების გამოთვლა თუ გაითვალისწინებთ, რომ მთვარის მასა არის 7.3×1022 კგ და რადიუსი კი 1737 კმ.