შეკითხვა:

თქვენი აზრით, კიბეებზე არბენისას უფრო მეტ მუშაობას ასრულებთ,თუ ნელა ასვლისას? პასუხი დაასაბუთეთ.

პასუხი:

ორივე შემთხვევაში ერთდაიგივე მუშაობა სრულდება, რადგან როგორც ვიცით, მუშაობა ტოლია ძალისა და მანძილის ნამრავლის. მანძილი ორივე შემთხვევაში ერთნაირია, ასევე ერთნაირია ძალაც, რადგან თანაბარი მოძრაობისას, ძალა არ არის დამოკიდებული სიჩქარეზე, ორივე შემთხვევაში თქვენ გიწევთ \(mgh\) მუშაობის შესრულება, უბრალოთ არბენის შემთხვევაში უფრო სწრაფად შეზლებთ ამ მანძილის გავლას, რის შედეგადაც განავითარებთ მეტ სიმძლავრეს, ვიდრე ნელა ასვლისას.