შეკითხვა:

სხეული უსაწყისო სიჩქარით მოძრაობს წრფივად და თანაბარაჩქარებულად. რამდენჯერ  მეტია  სხეულის მიერ მესამე წამში გავლილი მანძილი პირველ წამში გავლილ მანძილთან შედარებით?

პასუხი:

უსაწყისო სიჩქარით თანაბარაჩქარებული მოძრაობისას პირველ, მეორე, მესამე  და ა.შ.  წამში   გავლილი მანძილები ისე შეეფარდებიან ერთმანეთს, როგორც  კენტი რიცხვები - ანუ.......

Sპირვ : Sმე-2 : Sმე-3 :Sმე-4  ...  Sმე-n = 1:3:5:7:  ... (2n - 1)

მიაქციე ყურადღება იმ ფაქტს, რომ   ამ ფორმულაში   მაგ Sმე-3   არის მაინცდამაინც  მესამე წამში გავლილი მანძილი და არა სამ წამში გავლილი მანძილი - ანუ

 Sმე-3 = S3 - S2  ,     სადაც   S3     არის მოძრაობის  დაკვირვებიდან     სამ   წამში გავლილი მანძილი   და  მისი ზოგადი ფორმულაა    St = vot +  at2/2.....( ეს ბოლო  ფორმულა  გაგიადვილებს  წინა ამოცანის ამოხსნას  იმის გათვალისწინებით რომ შენი წინა ამოცანის შემთხვევაში  vo = a )

------------------------------------