შეკითხვა:

გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა როგორ იხსნება

სხეული 1 საათი მოძრაობდა V1 სიჩქარით. რამდენ ხანს უნდა იმოძრაოს სხეულმა 3V  სიჩქარით რომ მისი საშუალო სიჩქარე თავდაპირველთან შედარებით  გაორმაგდეს?

პასუხი:

სხეული მოძრაობდა 1 საათის განმავლობაში  V1   მუდმივი  სიჩქარით.  ამ 1 საათის განმავლობაში საშუალო სიჩქარე  იქნებოდა  თავად  V1​.

ამოცანა გვეკითხება, რომ ამ 1 საათის შემდეგ კიდევ რამდენი ხანი(t=?) უნდა იმოძრაოს  სხეულმა  3V1  თანაბარი სიჩქარით,   რათა  საშუალო  სიჩქარე  მთლიან   (t + 1)  საათში   გაორმგდეს ( Vსაშ = 2V1) -ო? .  

პირველ  1 საათში სხეული გაივლიდა  V1  მანძილს....მომდევნო   t  საათში კი 3V1 t  მანძილს..... სულ მთლიანად     გაივლიდა V+ 3V1 t  = V1(1+3t)   მანძილს.

საშუალო სიჩქარის განმარტების თანახმად კი   Vსაშ = Sმთლ /tმთლ   .... ანუ

2V= V1(1+3t) / (t + 1)  ------->>>>   ამოხსენი   = ???