შეკითხვა: | გამარჯობა :))) ძალიან მჭირდება ერთ კითხვაზე პასუხი... რა არის გამტარის წინაღობის მიზეზი? |
---|---|
პასუხი: | ლითონის გამტარებში დენის გადამტანები არიან ელექტრონები. დენის გავლისას ელექტრონები მრავალგზის ურთიერთქმედებენ ლითონის ატომებთან და სხვა ელექტრონებთან და კარგავენ მიმართული მოძრაობის ენერგიას. სწორედ ეს არის ლითონების წინაღობის მიზეზი. სხვადასხვა ლითონს ატომების სხვადასხვა აგებულება აქვს და წინაღობაც განსხვავდება. ანალოგიური სიტუაციაა სითხეებსა და გაზებში. |