შეკითხვა:

გამრჯობათ,მაინტერესებს როგორ ხდება ანტიმატერიის მიღება ლაბორატორიულ პირობებში,აი ცერნში რო მიიღეს ანტიმატერიის რამოდენიმე ატომი და მათი მაგნიტურ ხაფანგში დაყოვნება რო მოახდინეს მცირე ხნით,აი ეგ როგორ მოახერხეს,ალბათ ანიჰილაციის გზით მოახერხეს ანტიპროტონიების,ანტიელექტრონების(პოზიტრონების) და ანტინეიტრონების წარმოქმნა და მერე ამათგან ანტიმატერიის ატომების შექმნა... მადლობა წინასწარ <3

პასუხი:

საკმაოდ რთულ საკითხია სკოლის ფიზიკისთვის. ანიჰილაცია პირიქით პროცესია, როცა ნაწილაკი და ანტინაწილაკი ხვდება ერთმანეთს ისინი ანიჰილირდებიან, ანუ ორივე ქრება და წარმოიშობა მაღალენერგიული ქვანტი. რაც შეეხება ანტინაწილაკების მიღებას მაგალითად ცერნში, ეს საკმაოდ რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია და ძალიან მაღალ ენერგიებს საჭიროებს, რისთვისაც აგებულია მძლავრი ამაჩქარებლები. ხდება მაღალენერგიული ნაწილაკების ურთიერთშეჯახება და მათი პრდუქტების კვლავ მართვა შემდგომი რეაქციებისთვის. ანტიმატერია წარმოადგენს ანტინაწილაკებისგან აგებულ მატერიას და მისი მიღებაც და შენარჩუნებაც ძალიან რთულია. ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის საგანია.