შეკითხვა: | მეტროს ესკალატორს მასზე მოძრავი ადამიანი 1 წუთში ჩამოჰყავს. თუ ადამიანი ორჯერ მეტი სიჩქარით იმოძრავებს ესკალატორის მიმართ, მაშინ იგი 45 წამში ჩამოვა. რა დროში ჩამოვა ესკალატორზე მდგომი ადამიანი? |
---|---|
პასუხი: | აღვნიშნოთ ესკალატორის სიჩქარე დედამიწის მიმართ V -თი ადამიანის კი v -თი.... იგულისხმება რომ ორივენი ერთი მიმართულებით(ქვევით) მოძრაობენ, ამიტომ ამ შემთხვევაში ადამიანის მოძრაობის სიჩქარე ბაქანის მიმართ პირველ შემთხვევაში იქნება V + v მეორეში კი V + 2v .... ორივე შემთხვევაში ადამიანი ბაქანის მიმართ ერთიდაიგივე S მანძილით ჩაინაცვლებს : S =60 (V + v) - (1) და S = 45 (V + 2v) - (2) ....... >>>>> 15 V = 30 v...... >>>>> V = 2v (3) ამოცანის კითხვა კი არის დრო, რომლის განმავლობაში ჩამოვა ესკალატორზე მდგომი ადამიანი - ანუ თვით ესკალატორი T = S/V (2) და (3) განტოლებებით მივიღებთ, რომ T = ???? ---------------------------------- ოლეგი გაბრიაძე 599-544-227 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის, მაგისტრობისა და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.
|