შეკითხვა:

მოგესალმებით, ბატონო ოლეგ..ერთი საკითხი მაინტერესებს..რატომაა ელექტრული დენის ძალის მიმართულებად მიღებული დადებითი იონების მოწესრიგებული მოძრაობა მიღებული?

პასუხი:

მიუხედავად   იმისა, რომ   ელექტრული დენი   ხშირ შემთხვევებში    იქმნება ელექტრონების   მიმართული მოძრაობის შედეგად,  ისტორიულად  ელექტრული   დენის ( და არა დენის ძალის)     მიმართულებად    მიჩნეულია  მათი მოძრაობის   საპირისპირო    მიმართულება - ანუ  დადებითად დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის  მიმართულება.

და თუ    რაიმე კონტურში  დენის მიმართულება დაემთხვევა  ამ კონტურის შემოვლის  წინასწარ არჩეულ  დადებით მიმართულებას,    მაშინ     დენის ძალას   მივიჩნევთ დადებითად  - მაგ  I =  5 ა,     წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარყოფითად - მაგ  . I = - 5 ა,

ამით ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ დენის ძალას( ასევე  ე.მ. ძალასაც, სინათლის ძალასაც) არავითარი  აზრობრივი კავშირი აქვს  მექანიკურ ძალასთან(ნიუტონი)...