შეკითხვა: | უქარო ამინდში უძრავად მდგომი ადამიანი სველდება 2წთ-ში, 5კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 1წუთში, რა დროში დასველდება ადამიანი როცა იგი გაიქცევა 20კმ/სთ სიჩქარით?
ჰორიზონტალურ მაგიდაზე დადებული ძელაკი მოძრაობს ჭოჭნაქზე გადადებული ძაფის მეშვეობით . ეს ძაფი მაგიდასთან ალფა კუთხეს ადგენს.ძაფს მუდმივი სიჩქარით ამოძრავებენ. განსაზღვრეთ ძელაკის სიჩქარე. (მე-9 კლასი, გედენიძის ამოცანათა კრებული, მოძრაობის ფარდობითობა) |
---|---|
პასუხი: | ეს ამოცანა დიდი ხანია , რაც ჩვენს საიტზე დევს. აქ მნიშვნელოვანია დავერკვეთ სიტყვა ''დასველების'' არსში... ''დასველდა''-ო - გულისხმობენ, რომ ადამიანს მოხვდა(გადაევლო) გარკვეული (წინასწარ მოცემული) V მოცულობის წყლის ყოველი წვეთი. მაგ: ნინო დასველებულად მივიჩნიოთ მხოლოდ მაშინ, როცა მას შეეხება მაინცდამაინც V = 10 ლ წყლის ყოველი წვეთი. ( გამოყენებულია Sფუძის ფართობის მქონე მართი სხეულის მოცულობის ფორმულა --- V = Sფუძეh = Sფუძეvt )
|