შეკითხვა: | გამარჯობა ბატონო ოლეგ <3.... 200-ადგილიან თვითმფრინავში 190 მგზავრი მეჯდა(მათ გადაიხადეს ბილეთის ფული); გულკეთილმა მე-მ გადავწყვიტე რომ 10 მგზავრი უფასოდ წავიყვანო-წაგებაში ხომ მაინც არ ვარ-მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ რაც მეტია მგზავრი, მეტი საწვავი მეხარჯება, რომელიც ძალიან ძვირია. თვითმფრინავში 10 ცალი 60 კგ.იანი ადამიანის დამატების შემთხვევაში, რამდენით ლიტრით გამეზრდება საწვავის ხარჯი? მადლობთ <3 |
---|---|
პასუხი: | გამარჯობა ანანო!... ეუფ!!!... მფრინავის ლიცენზიაც გააჩალიჩე?.....ფრიფრიუნში? მაგრამ იმ 190 მგზავრს პარაშუტები მაინც გაუკეთე, თორემ შენი ამოცანის ლოგიკით გზაშივე ჩამოგიცვივდებიან.... მღვდელიც კარგი იქნებოდა, ემანდ ვინმეს ზიარება არ დაჭირვებოდა.. შენმა ამოცანამ ერთი ანეკდოტი გამახსენა: ჭიჭიკიამ და ბიჭიკიამ თვითმფრინავის გატაცება მოინდომეს.... ჭიჭიკია მფრინავის საჭესთან დაჯდა, ბიჭიკია კი ბორტინჟინრის ადგილზე... ყურთსასმენები გაიკეთეს და ---- ჭიჭიკია პრიბორი? - ჩასძახა ბიჭიკიამ მიკროფონში. ---- ოცდაექვსი! --- უპასუხა ჭიჭიკიამ. ---- რაის ოცდაექვსი? --- ქუთეისურად გაიკვირვა ბიჭიკიამ. ---- აბა რაის პრიბორს მეკითხები-ო... უპასუხა ჭიჭიკიამ....(აქ უნდა გაიცინო)
ჰოო... და კიდევ:........'' სიყვარულია მშობელი ოცნების...ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას.... გონება აღძრავს ქმედებას... ქმედება იწვევს +- mc2 f ფუძე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ''... ასე მიუდგებოდა შენს ამოცანას ბიძიაბაბუა ''შერეკილები''-დან. -------------------------- გაგახარებს ღმერთი...კარგად გამაცინე. მაგრამ შენს თვითმფრინავში მაინც ვერ ჩავჯდები. -------------------------- მარტო ერთი რამე გავიგე და გპასუხობ; მადლობთ <3 .....---- არაფერს!
|