შეკითხვა: | რა აჩქარებით მოძრაობს სხეული a = 30º დახრილობის სიბრტყეზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი µ = 0.2? |
---|---|
პასუხი: | დაშალე სხეულზე მოქმედი mg სიმძიმის ძალა დახრილი სიბრტყის პარალელური და მართობული მდგენელების სახით. ძნელი არ არის იმის დადგენა რომ გასწვრივი მდგენელი mgპარ = mgSina ,ხოლო მართობული მდგენელი mgმართ = mgCosa. მართობული მდგენელი გაწონასწორებული იქნება საყრდენის N რეაქციის ძალით: N = mgCosa, ხოლო განსხვავება დაღმა მიმართულ mgSina ძალასა და აღმა მიმართულ Fხახ ძალას შორის გამოიწვევს სიბრტყის გასწვრივ a აჩქარებულ მოძრაობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი იქნებიან ნიუტონის მეორე კანონით: mgSina - Fხახ = ma თავის მხრივ ცნობილია, რომ სრიალის ხახუნის ძალა Fხახ = µN = µmgCosa, ასე რომ საბოლოოდ mgSina - µmgCosa = ma m-ზე შეკვეცის შემდეგ მივიღებთ: a = gSina - µgCosa დარჩა მხოლოდ რიცხვითი მონაცემების დამუშავება......... |