შეკითხვა: | გამარჯობა, ბატონო ოლეგ! გავეცანი თქვენს მიერ გარჩეულ ამოცანას მე-9 გვერდზე( ამოცანა ეხება ღეროზე დამაგრებული სხეულის ბრუნვა წრეწირზე). დამებადა ასეთი კითხვა: ძაფზე დაკიდებული სხეული შეძლებს თუ არა თანაბრად მოძრაობას წრეწირზე? ცნობილია, რომ წრეწირზე თანაბრად მოძრავი სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი უნდა იყოს ცენტრისკენული ძალა, აქ კი დაჭიმულობის და სიმძიმის ძალის ტოლქმედი არ არის ყველა წერტილში ცენტრისკენ მიმართული, მაგალითად 90 გრადუსით დაშორებული წერტილი ზედა წერტილისგან? |
---|---|
პასუხი: | ძაფზე დაკიდებული სხეული შეძლებს თუ არა თანაბრად მოძრაობას წრეწირზე? კი - მხოლოდდამხოლოდ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. სხვა შემთხვევებში ცხადია არა.... რამეთუ მასში ღუნვის კი არა, კუმშვის დრეკადობის ძალასაც კი ვერ აღვძრავთ. |