×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 1053
შეკითხვა:

მაპატიეთ,ბატონო ოლეგ, გაწუხებთ ძალიან, ამ ამოცანებში ვერაფრით პასუხი ვერ მივიღე გთხოვთ დამეხმაროთ. (არადა ძალიან ადვილი ჩანს)

2მ-ით დაშორებული ბურთულები განიზიდებიან 1 ნ ძალით. ბურთულების საერთო მუხტი 5*10-10 კ-ია, განსაზღვრეთ როგორ არის ბურთულების მუხტები განაწილებული.  

 

10 სმ-ით დაშორებული ორი ბურთულა დამუხტულია ერთნაირი სიდიდის უარყოფითი მუხტით. განსაზღვრეთ ელექტრონების ჭარბი რაოდენობა თითოეულ ბურთულაზე, თუ მათ შორის ურთიერთქმედების ძალაა 0,23მნ

 

 

0,2მ-ით დაშორებული ორი პატარა, ერთნაირად დამუხტული ბურთულა მიიზიდება 4*10-3ნ ძალით. ბურთულების შეხების და იმავე მანძილით დაშორების შემდეგ მათ ერთმანეთი განიზიდეს 2,25*10-3ნ ძალით. განსაზღვრეთ ბურთულების მუხტი შეხებამდე.  (??). წინასწარ გიხდით მადლობას, თქვენ რომ არ გვყავდეთ....

პასუხი:

2მ-ით დაშორებული ბურთულები განიზიდებიან 1 ნ ძალით - ო..... ე.ი   მუხტები   ერთნაირნიშნიანები ყოფილან( სიმარტივისათვის  დავუშვათ რომ   ორივე დადებითია)  კულონის კანონით განსაზღვრე  მუხტების ნამრავლი   q1q2 =  ??? .....(1)

 ბურთულების საერთო მუხტი  5*10-10 კ-ია -ო..... ე.ი     q+ q2  =   5*10-10  ....(2)   

(1)    და  (2)  განტოლებებით ამოხსენი     q1   და  q2  ( თუმც პირიბის  რიცხვითი მნიშვნელობები ნამდვილად საეჭვოა )

----------------------------

თქვენ რომ არ გვყავდეთ. ....   აი  ამან  ამოცანის პირობა ნამდვილად გააძლიერა.  (ისე  კი  ამაში საეჭვოც  არაფერია  wink)

----------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი

უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.