შეკითხვა:

განსაზღვრე, რა ჰორიზონტალური სიჩქარე უნდა მივანიჭოთ სხეულს H=8 მ სიმაღლეზე ,რომ იგი დედამიწაზე v=14 მ/წმ სიჩქარით დაეცეს (g=10 მ/წმ2)

პასუხი:

დედამიწაზე დაცემის მომენტში სხეულის სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე შექმნის რაღაც კუთხე(რომლის დათვლაც თავისმხრივ შესაძლებელია), ისე რომ:\(\vec{V}=\vec{V_{x}}+\vec{V_{y\Rightarr}\Rightarr}\)   ხოლო მოდული\(V^{2}=V_{x}^{2}+V_{y}^{2}\)

თავისმხრივ სიჩქარის ვერტიკალური მდგენელი შეიძლება ასე დავითვალოთ:\(V_{y}^{2}=2gH\)

საბოლოოდ სიჩქარის ჰორიზონტალური მდგენელის ფორმულა მიიღებს სახეს:\(V_{x}=\sqrt{V^{2}-2gH}\)

რიცხვითი მონაცემების გათვალისწინებით  Vx =.....6 მ/წმ