შეკითხვა: | გთხოვთ, რამე ინფორმაცია მინდა სპექტომეტრზე და დამილინკეთ, ძალიან მჭირდება. |
---|---|
პასუხი: | სპექტრომეტრი ხელსაწყოა, რომელიც გამოიყენება სპექტროსკოპულ გამოკვლევებში სპექტრის დაგროვების, მისი რაოდენობრივი დამუშავებისა და სხვადასხვა მეთოდით შემდგომი ანალიზისათვის . გასაანალიზებელი სპექტრი მიიღება საკვლევი ნივთიერების რაიმე გამოსხივებით (რენდგენის ან ლაზერის გამოსხივებით, ნაპერწკლური ზემოქმედებით ან სხვა) დასხივებით მიღებული ნათების რეგისტრაციით. ჩვეულებრის გასაზომი სიდიდეებს წაემოადგენს გამოსხივების ინტენსივობა ან ენერგია (ტალღის სიგრძე , სიხშირე), მაგრამ შეიძლება სხვამახასიათებლების რეგისტრაცია, მაგალითად, პოლარიზაციიის მდგომარეობა. ტერმინი „სპექტრომეტრი“ იხმარება ხელსაწყოებში, რომლებიც ტალღის სიგრძეთა ფართო დიაპაზონში გამოიყენება: გამა გამოსხივებიდან ინფრაწითლამდე. სპექტრის რეგისტრაციისათვის გამოიყენება ნახევარგამტარული დეტექტორი, მუხტ-კავშირიანი მატრიცები. სპექტრომეტრები განსხვავდებისნ სპექტრული დიაპაზონით, სპექტრული მგრძნობიარობით, ოპტიკური სქემით. სპექტრის ინტერპრეტაციისას მისი შედარება ცნობილი შედგენილობის ნივთიერების სპექტრთან ხდება. 1) სპექტრომეტრების ტიპები: 2) რენდგენულ-ფლუორესენციული სპექტრომეტრი 3) ნაპერწკლური ოპტიკურ-ემულსიური სპექტრომეტრი 4) ლაზერული სპექტრომეტრი 5) ინფრაწითელი სპექტრომეტრი 6) ინდუქცუორად-დაკავშირებული პლაზმური სპექტრომეტრი 7) ატომურ-შთანთქმითი სპექტრომეტრი 8) მას-სპექტრომეტრი |