შეკითხვა: | ქვემეხიდან გამოსროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარის ჰორიზონტალური მდგენელია 600 მ/წმ. იპოვეთ მაქსიმალური სიმაღლე, რომელსაც მიაღწევს ჭურვი, თუ მისი ფრენის სიშორეა 12 კმ (g=10 მ/წმ2). |
---|---|
პასუხი: | წარმოდგენილი მონაცემებით შესაძლებელია ფრენის დროის დათვლა: 12000/600 = 20 წმ, აქედან პირველი 10 წმ მაქსიმალურ Hმაქს. სიმაღლემდე ასვლა - მეორე 10 წმ კი ჩამოსვლა. მაქსიმალური სიმაღლე კი თავისმხრივ Hმაქს = gt2 /2 = 10•102 /2 = 500 მ |