×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 1756
შეკითხვა:

http://naec.gov.ge/uploads/postData/PED-2017/Testebi-2017/fizika-2017-GEO.pdf გამარჯობათ ბატონო ოლეგ,გთხოვთ 25-ე ამოცანაში დაგვეხმაროთ.

პასუხი:

დგუშზე  გარედან(მარცხნიდან)  მოქმედებს     ატმოსფერული  მუდმივი  pS   წნევის ძალა   .... საწყის მომენტში(ცილინდრის  დაბრუნებამდე)   ეს  ძალა გაწონასწორებულია ცილინდრის დახურული ბოლოს(''ფსკერის'')  No რეაქციის ძალით   pS = No  ... ცილინდრის დაბრუნებისას  დგუშის წრეწირზე მოძრაობას(ცენტრისკენულ აჩქარებას) უზრუნველყოფს   სხვაობა გარეთა ატმოსფერულ წნევის ძალასა და ''ფსკერის'' რეაქციის ძალას შორის - დგუში ისევ ეკვრის (აწვება)''ფსკერს'',  მაგრამ  შედარებით ნაკლები  Q = N  ძალით... pS - N = mw2R......... R  დაშორებაა ცილინდრის სიმძიმის ცენტრსა და ბრუნვის ღერძს შორის.  კუთხური w სიჩქარის მომატებისას მიწოლა  ''ფსკერზე'' კლებულობს  და იმ მომენტში, როდესაც   mw2R = pS     დაწოლა ფსკერზე განულდება  და   მეტი  სიჩქარის  შემთხვევაში  დგუშის წრეწირზე მოძრაობა შეწყდება (დგუში მოწყდება ''ფსკერს'')  და ..... ანუ სწორი პასუხია 

აე)  ბახმაროს  მთებზე დაუთოვია...

ეს კითხვა ანალოგიურია ასეთი კითხვის:

უჭიმარ(ნაკლებად დეფორმირებადი)  ძაფზე გამობმულ სხეულს აბრუნებენ ჰორიზინტალურ სიბრტყეში  ზრდადი კუთხური სიჩქარით და რა მოხდება თუ ძაფი უძლებს  გარკვეულ  T დაჭიმულობას?

სწორი პასუხია:  აბა   ძაფი!