შეკითხვა: | L სიგრძის ძაფზე ჩამოკიდებულ m მასის მცირე ზომის ბურთულას მიანიჭეს ისეთი v0 ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ |
---|---|
პასუხი: | ეს ამოცანა მგონი განხილულია რომელიღაც სასკოლო სახელმძღვანელოში.... მეც ვისაუბრე შედარებით რთულ კითხვაზე, რომელიც დასვა ქალბატონმა ქეთიმ. სხეული მოძრაობს წრეწირზე ვერტიკალურ სიბრტყეში...ძაფი უნდა იყოს აუცილებლად დაჭიმულ მდგომარეობაში... დაჭიმულობა მაქსიმალურია უკიდურეს ქვედა წერტილში და მინიმალურია უკიდურეს ზედა წერტილში...წრეწირზე მოძრაობის აუცილებელი პირობაა Tზ>=0 ....(1) ძაფის T დაჭიმულობის და mg სიმძიმის ძალა სხეულს ანიჭებს ასეთ აჩქარებას, რომელიც წრეწირის შიგნითაა მიმართული: აქვს როგორც ცენტრისკენული, ასევე მხებითი მდგენელი. ქვედა და ზედა წერტილებში მხებითი მდგენელები ნულდება, რის გამოც ნიუტონის მეორე კანონები ქვედა და ზედა წერტილებში ჩაიწერება მხოლოდ ცენტრისკენული მდგენელებით: Tქ - mg = m(v02/L) .... (2) Tზ + mg = m(vზ2/L) .......(3) ამის გარდა უფლება გვაქვს ვისარგებლოთ მექ ენერგიის მუდმივობის კანონითაც, რამეთუ: მართალია ძაფის დაჭიმულობის ძალა გარეშე ძალაა, მაგრამ იგი ყოველთვის მოძრაობის მართობულია და ამიტომ მუშაობას არ ასრულებს - კინეტიკური ენერგისს ცვლილებაში მონაწილლეობას არ ღებულობს: mv02/2 = mg2L + mvზ2/2 .......(4) ამ ოთხი განტოლება-უტოლობათა სისტემის ამოხსნით პასუხი გაეცემა ამოცანის ოთხივე კითხვას. მე კი დაგისვამ მე-5 კითხვას: განსაზღვრეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა მისი ვერტიკალოდან 90 გრადუსით გადახრის მომენტში მე-6 კითხვას: განსაზღვრეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა მისი ვერტიკალოდან 120 გრადუსით გადახრის მომენტში ----------------------- ოლეგი გაბრიაძე 599-544-227 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის, მაგისტრობისა და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის. |