შეკითხვა: | გამარჯობათ.. m მასის ძელაკი ბიძგის შედეგად იწყებს სრიალს ჰორიზონტალურ ზედაპირზე v საწყისი სიჩქარით და გაჩერებამდე გადის s მანძილს. რა მანძილს გაივლის 8m მასის იგივე მასალის ძელაკი, თუ მას მივანიჭებთ v/2 საწყის სიჩქარეს. აქ სხვა პასუხს ვიღებ და ვეგარ გამიგია რატომაა 0,25s. |
---|---|
პასუხი: | 0,25s. ..... სწორი პასუხია! შეგიძლია ამოხსნა კინემატიკა-დინამიკური გზით ( დამუხრუჭების აჩქარება ორივე შემთხვევაში ერთიდაიგივეა a = \(\mu\)g )... შეგიძლია ამოხსნა ენერგეტიკულადაც: მინიჭებული კინეტიკური ენერგია ხახუნის ძალის მუშაობის მოდულის ტოლია.... -------------------------------- მოკლედ! უნდა გაანალიზო, რომ მასა მხოლოდ დამაინტრიგებელ როლს თამაშობს ამ სპექტაკლში - სცენაზე მედიდურად გაივლის ხოლმე, თუმც ბოლოს ავანსცენაზეც კი არ იწვევენ საბრალოს. აპლოდისმენტები მის უდიდებულესობა M -ს.... |