შეკითხვა: | დახრილ სიბრტყეზე სრიალებს წყლიანი ჭურჭელი. ხახუნის კოეფიციენტი ჭურჭელსა და დახრილ სიბრტყეს შორის არის µ, ხოლო კუთხე დახრილ სიბრტყესა და ჰორიზონტს შორის არის a. 1. იპოვეთ რა აჩქარებით მოძრაობს წყლიანი ჭურჭელი.2. განიხილეთ წყლის ზედაპირთან ახლოს წყლის მცირე ელემენტი და აჩვენეთ მასზე მოქმედი ძალების მიმართულებები. 3. იპოვეთ წყლის ამ მცირე ელემენტის აჩქარება. 4. იპოვეთ კუთხე წყლის ზედაპირსა და ჰორიზონტს შორის.
|
---|---|
პასუხი: | ყველა შემთხვევაში სითხის ზედაპრზე არსებული მცირე ელემენტის მოძრაობა-უძრაობა განპირობებულია mg სიმძიმის ძალისა და სითხის ზედაპიის მართობული N რეაქციის ძალის ტოლქმედით. უმჯობესია ჯერ განვიხილოთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე სითხიანი ჭურჭლის მოძრაობა რაიმე a აჩქარებით.... ცხადია სითხის თითოეული მცირე ელემენტი მოძრაობს იგივე a აჩქარებით, რაც განპირობებული იქნება სითხის ზედაპირის ჰორიზონტის მიმართ ისეთი დახრით, რომ ტოლქმედმა უზრუნველყოს ეს a აჩქარება. ანალოგიურად განიხილება მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე.... დანარჩენი კი გეომეტრიის ''საქმეა''... -------------------------------- ოლეგი გაბრიაძე 599-544-227 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის, მაგისტრობისა და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის. |