შეკითხვა: | http://imgur.com/a/iZJ92 ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. რა მასის საწონი უნდა დავამატოთ m მასის საწონს, რომ სისტემის წონასწორობა აღდგეს ჭურჭლიდან სითხის გადაღვრის შემდეგ ? |
---|---|
პასუხი: | სითხის გადაღვრამდე mg = 2\(\rho\) Vg - 2\(\rho _{1}\)gV .... (1) ( ''2'' იმიტომ, რომ მარჯვენა ''მხარი''2d ორჯერ მეტია ''მარცხენაზე''d ) .... სითხის გადაღვრის შემთხვევაში მარჯვენა სხეულზე აღარ იმოქმედებს მისი შემამსუბუქებელი F = \(\rho _{1}\)gV ამომგდები ძალა , ანუ ბერკეტის მარჯვენა მხარე დამძიმდება \(\rho _{1}\)gV ძალით, ამიტომ მარცხენა მხარეს უნდა დავამატოთ M ტვირთი.... მაგრამ რადგანაც რადგანაც მარჯვენა ''მხარი'' ორჯერ მეტია მარცხენა '' მხარზე'' , ამიტომ დამატებული ტვირთის წონა Mg ორჯერ მეტი უნდა იყოს \(\rho _{1}\)gV ძალაზე ....... M = 2 \(\rho _{1}\)V და თუ ეს არ მოგწონს, მაშინ (1) -ის დახმარებით M = m - 2\(\rho\) V და საერთოდ ტესტი ''კოჭლობს''... რამეთუ არ არის გარკვეული მოცემულობა. |