შეკითხვა:

ჰაერის ბუშტუკები ამოდიან ტბის ფსკერიდან  ზედაპირზე. იპოვეთ ბუშტუკებზე მოქმედი ამომგდები ძალების შეფარდება 10 მ და 2 მ სიღრმეებზე    F10 / F2  (ატმოსფერული წნევა ჩათვალეთ 10 მ წყლის სვეტის წნევის ტოლად, წყლის ტემპერატურა კი მუდმივად).

პასუხი:

ამომგდები ძალების   ფარდობა  F10 / F2 = \(\rho\)gV10 / \(\rho\)gV2 =   V10 / V2      

    მოცულობების ფარდობა კი დავადგინოთ  აირის  მდგომარეობის განტოლებით მუდმივი ტემპერატურის  შემთხვევაში ( არავინ გვიჩივლებს, რომ ჰაერი ამ შემთხვევაში დავუმორჩილოთ  ბოილ მარიოტის  კანონს   იზოთერმული პროცესისათვის )

V10 / V2  = p2 / p10 .....   თავისმხრივ წნევა  h  სიღრმეზე  დავთვალოთ ფორმულით: 

 p = p0 + \(\rho\)gh ......   გავითვალისწინოთ ისიც, რომ ატმოსფერული წნევა  ჩათვლილია  10 მ წყლის სვეტის წნევის ტოლად:   p0 = 10  მ.წყ.სვ .... რის გამოც   წნევის რიცხობრივი მნიშვნელობა   p = (10 + h ) მ.წყ.სვ.......   ამ ყველაფრის გათვალისწინებით   V10 / V2  = p2 / p10 = (10 + 2) / (10 + 10) = 0,6......