შეკითხვა:

http://imgur.com/a/Mq4jx ძალიან გთხოვთ იქნებ ეს ამოცანა ამოხსნათ

პასუხი:

მდააა....

მიმდევრობით შეერთებული   კონდენსატორთა    ბატარეის     ძაბვაში   ჩართვისას        თითოეულ მათგანზე   ინდუცირდება   ტოლი     მუხტი   q= q​= q​= q​= q​=  ....... q 

შენს ამოცანაში  C  ტევადობის  მარცხენა   კონდენსატორი      მიდევრიბით  არის ჩართული   ორი  კონდენსატორის   პარალლელურ   სქემასთან, რომლის  ჯამური ტევადობა    2C -ს ტოლია.... მოკლედ   გაქვს   C და    2C ტევადობის კონდენსატორთა მიმდევრობითი   ჩართვა.   როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე   თითოეულ მათგანზე  ინდუცირებულია  ერტიდაიგივე მუხტი   q= q  .........კონდენსატორის   ელექტროტევადობის განმარტებიდან კი    q= CU1    და q2 = 2CU2 -------->

U1= 2U2    ანუ   მარცხენა კონდენსატორზე   ''მოდის''   U   ძაბვა, მარჯვენა პარალელურ სისტემაზე   კი (ანუ თითოეულ მათგანზე)  U/2  ძაბვა    ..... მოკლედ   მთავარია  ძაბვას  გაუძლოს   მარცხენა     კონდენსატორმა, თორემ მარჯვენა თითოეულზე   ''მოვა''   მარცხენას  ნახევარი  ძაბვა და მათ   ძაბვასთან  პრობლემები არ ექნებათ...

პირობის თანახმად  კი     ერთი კონდენსატორი   ''უძლებს''   500 ვ ძაბვას, რის გამოც     მთლიანი  სქემა ისე უნდა ჩაირთოს, რომ მარცხენაზე ''მოვიდეს''   500 ვ,   მარჯვენა  პარალელურ სისიტემაზე კი  250 ვ.... ანუ სქემა უნდა ჩაირთოს   500 + 250 = 750 ვ ძაბვის ქსელში.

----------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის