შეკითხვა: | ამწემ 1ტ ტვირთი 50მ სიმაღლეზე 25წმ-ში აიტანა. ამ დროს რა სიმძლავრე განავითარა მან? |
---|---|
პასუხი: |
გააჩნია როგორ აიტანა 1) თანაბარი მოძრაობით თუ 2) თანაბარაჩქარებული მოძრაობით? 1) თანაბარი მოძრაობის შემთხვევაში ამწეს წევის ძალა ტვირთის სიმძიმის ძალის ტოლია F = mg ამიტომ ამწეს მუშაობა A = FH = mgH ..... სიმძლავრე კი P = A / t = mgH / t = ????? 2) თანაბარაჩქარებული მოძრაობისას კი ამწეს წევის ძალა F = mg + ma აჩქარებას კი დათვლი მანძილის ფორმულიდან H = at2/2 -----------> a = 2H / t2 ------------> F = mg + m2H / t2 ........... შემდეგ კი ანალოგიურად გამოთვლი სიმძლავრეს P = FH / t = ????? ----------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |