შეკითხვა: | გადაბმული სხეულების მოძრაობაზე ვერ ვიპოვე საჭირო მასალა ამ ამოცანის ამოსახსნელად და თუ შეიძლება რომ დამეხმაროთ მის ამოხსნაში. http://i.imgur.com/GESOzAU.png |
---|---|
პასუხი: | შენს ამოცანაში სხეულთა სისტემის მოძრაობას იწვევს განსხვავება 3m და m მასის ტვირთებს შორის ..... მამოძრავებელი ძალთა ტოლქმედია F = 3mg - mg = 2mg . ნიუტონის მეორე კანონის თანახმად ეს ტოლქმედი ანიჭებს მთლიან M = m + 2m +3m = 6m მასის სისიტემას a აჩქარებას (თითოეული სხეული მოძრაობს ერთიდაიგივე მოდულის a1 =a2 =a3=a აჩქარებით) .... F = Ma -------> 2mg = 6ma --------> a = g/3 ----------------------------------------- მეტიც..... შეგიძლია გაიგო თოკის დაჭიმულობის ძალა მაგ m და 2m მასის სხეულებს შორის, რისთვისაც უნდა დაწერო ნიუტონის მეორე კანონი უშუალოდ m სხეულისათვის... T1 - mg = ma -----> T1 =(4/3) mg...... ანალოგიურად გაიგებ თოკის დაჭიმულობის ძალას 3m და 2m სხეულებს შორის, რისთვისაც უნდა გამოიყენო ნიუტონის მეორე კანონი უშუალოდ 3m სხეულისათვის ... 3mg - T3 = 3ma ------> T3 = 2mg
|