შეკითხვა:

რას უდრის 5მ სიგრძისა და 10კგ მასის "წაქცეული" ფიცრის ვერტიკალურად დასაყენებლად საჭირო მინიმალური მუშაობა?

l=5მ სიგრძის ერთგვაროვანი m=10კგ მასის ფიცრის მასათა ცენტრი იქნება ფიცრის სიგრძის შუაში ანუ \frac{l}{2} სიგრძეზე. ამიტომ ფიცრის ვერტიკალურად დაყენება ნიშნავს დედამიწის ზედაპირიდან, სადაც ფიცრის პოტენციური ენერგია ნულია m მასის ატანას \frac{l}{2} სიმაღლეზე, სადაც პოტენციური ენერგია იქნება mg\frac{l}{2}. ამიტომ შესრულებული მუშაობა იქნება პოტენციური ენერგიის ცვლილება, ანუ

A=mg\frac{l}{2}

ჩასვით რიცხვითი მნიშვნელობები.

პასუხი: