შეკითხვა: | x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულება გამოისახება x=8-3t+t2 ფორმულით. როგორი სახე აქვს სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულებას? ეს რომ ამიხსნათ შეგიძლიათ როგორ იხსნება ვცდილობ გავერკვე და ვერ ვიგებ პასუხი დაწვრილებით, რომ დამიწეროთ და მივხვდები თვითონ მსგავსებ დიდი მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | პირველ რიგში უნდა მოუსმინო მასწავლებელს... ჩაიხედო სახელმძღვანელოში... და დაისწავლო რომ: წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას 1) კოორდინატის დროზე დამოკიდებულებას აქვს კვადრატული სახე: x = xo + vox t + (ax/2)t2 2) სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულებას აქვს წრფივი სახე: vx = vox + axt სადაც xo ------- საწყისი კოორდინატია vox ----------------საწყისი სიჩქარის გეგმილია ax -----------------აჩქარების გეგმილია ჰოდაა.... ახლა დააკვირდი ამოცანის მოცემულობას x= 8 - 3 t + t2 .... და შეადარე პირველ ფორმულას x = xo + vox t + (ax/2)t2 ..... გაანალიზე და მიხვდები რომ xo = 8 მ ... vox = - 3 მ/წმ .... ax = 2 მ/წმ2 .... ეს შედეგები გაითვალისწინე 2) ფორმულაში და დაადგენ რომ vx = - 3 + 2t ---------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |