შეკითხვა: | გამარჯობა. 1მ სიგრძის ძაფზე დაკიდული 200გ მასის ბურთულა გადახარეს ისე , რომ ძაფმა დაიკავა ჰორიზონტალური მდგომარეობა და გაუშვეს ხელი, გამოთვალე ბურთულას სრულლი მექანიკური ენერგია დროის იმ მომენტში როდესაც ძაფი ვერტიკალურ მიმართულებასთან 60o-იან კუთხეს შეადგენს |
---|---|
პასუხი: | ალბათ ხვდები რომ სხეული იმოძრავებს ნახევარწრეწირზე.... მოძრაობისას მასზე მოქმედებს სიმძიმის ძალა და ნახევარწრეწირის ცენტრისკენ მიმართული ძაფის დაჭიმულობის ძალა, ანუ დაჭიმულობის ძალა ყოველთვის მოძრაობის მიმართულების(მყისი სიჩქარის) მართობულია . ამიტომ დაჭ ძალა მუშაობას არ შეასრულებს , ანუ კინეტიკურ ენერგიის ცვლილებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს კი უფლებას მოგცემს ისარგებლო მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონით: სრული მექანიკური ენერგია არ შეიცვლება ..... ანუ შენს ამოცანაში ძაფი გადახარეს 90 გრადუსიანი კუთხით, ე.ი წონასწორობის მდებარეობის(უკიდურესი ქვედა წერტილი) მიმართ მას მიანიჭეს მხოლოდ mgh = 2ჯ პოტენციური ენერგია. შემდეგ ეს პოტ ენერგია თანდათანობით გადადის კინეტიკურში მაგრამ ისე, რომ სრული მექანიკური ენერგია არ იცვლება..... ამიტომ ამ სხეულის სრული მექანიკური ენერგია ნახევარწრეწირის ნებისმიერ წერტილში( გადახრის კუთხე გნებავს 60 გრადუსი და გნებავს 17 გრადუსი იყოს) მაინც 2 ჯ იქნება. ------------------------------------------------
ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |