შეკითხვა: | რა მინიმალური მუშაობის შესრულებაა საჭირო 2მ სიმაღლის, 4მ სიგანის და 20სმ სისქის აგურის კედლის ასაშენებლად, თუ აგურის სიმკვრივე 2 •103 კგ/მ3-ია? |
---|---|
პასუხი: | ამ ამოცანას ასე უნდა მიუდგე: კედლის მთლიანი მასა თითქოს თავმოყრილია მის სიმძიმის(მასათა) ცენტრში, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში კედლის( როგორც მართკუთხა პარალელეპიპედის) გეომეტრიულ ცენტრსაც წარმოადგენს - ანუ თითქოს მთელი მასა აიტანე 1მ სიმაღლეზე, ამისათვის კი უნდა შესრულებულიყო მინიმუმ A=mgh (h=1მ) თავის მხრივ კედლის მასა \(m=\rho V= \rho \cdot abc\) ასე რომ \(A=\rho \cdot abc\cdot g\cdot h\) = 2•103• 4•0,2 •2 •10 •1 =32•103ჯ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ასეთი მიდგომა გამოგადგება კიბის ვერტიკალურად დაყენებისათვის საჭირო მინიმალური მუშაობის გამოსათვლელედაც. |