შეკითხვა:

12ტ. მასისა და 180კვტსიმძლავრის ძრავას მქონე ტრაქტორი 30 გრადუსიანი დახრილობის მთაზე ადის. გაიგეთ ტრაექტორიის სიჩქარე

პასუხი:

\(\alpha\) კუთხით დახრილ აღმართზე მოძრაობისას ტრაქტორის გაწევის ძალამ უნდა დაძლიოს სიმძიმის ძალის ის მდგენელი, რომელიც ტრაქტორის წინ გადაადგილების საპირისპიროდ არის მიმართული ანუ

\(F=mg\sin \alpha\)

ამის გათვალისწინებით სიმძლავრის ფორმულის გამოყენებით გვექნება

\(N=\frac{A}{t}=\frac{FS}{t}=Fv=vmg\sin \alpha\)

აქედან კი

\(v=\frac{N}{mg\sin \alpha }\)

ჩასვით რიცხვითი მნიშვნელობები.