შეკითხვა:

გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ

ელექტრონი მაგნიტურ ველში 10სმს რადიუსის წრეწირს შემოწერს.იპოვეთ ელექტრონის სიჩქარე ,თუ ველის ინდუქცია 10-2ტლა.მადლობა წინასწარ

 

პასუხი:

უნდა იცოდე რომ მაგნ ველი   ელექტროსტატიკური ველისაგან  შედარებით  ''ბეცი'' (''ელამი'') ველია:

ელექტროსტატიკური ველი მოქმედებს მასში შეტანილ როგორც უძრავ, ასევე მოძრავ მუხტზე... ელსტატ ველი  ''გრძნობს'' (''ამჩნევს'' - ''ხედავს'')   მასში შემოპარულ ნებისმიერი მიმართულებით მოძრავ მუხტს და მოქმედებს მასზე  qE ძალით.

მაგნ ველი კი ვერ  ''ამჩნევს''  მასში  შეტანილ უძრავ (''გაყურსულ'') მუხტს... რეაგირებს მხოლოდ მოძრავ მუხტზე და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მუხტი არ მოძრაობს მაგნ ველის ინდუქციის   წირების გასწვრივ.... და თუ მუხტი ,,იეშმაკებს''  და მაგნ ველში შეიჭრება მისი ინდუქციის წირების გასწვრივ,  მაშინ მაგნ ველი მას ვერ ''დაინახავს''   და  ასე უპრობლემოდ გაეპარება მუხტი მაგნ ველს.   მაგრამ თუ დამუხტ ნაწილაკი  გადაუხვევს ინდუქციის წირიდან, მაშინ მასზე უმალვე იმოქმედებს მაგნ ველი  ე.წ. ლორენცის ძალით:

FL = qvB•Sina  ძალით

შენს ამოცანაში   ელექტრონი ძალიან  ''ბრიყვულად'' მოიქცა -  შეიჭრა   მაგნ ველში  ინდუქციის წირების მართობულად,  რაზედაც  მაგნ ველი ყველაზე ''მძაფრად'' რეაგირებს  -

'' რაიო,  გოდორიო???'' ...   და    მასში შეგდებულ ელექტრონს ანიჭებს   მაქსიმალურ  ცენტრისკენულ აჩქარებას  v2/R .        ნიუტონის მეორე კანონით:    F = ma   -------> qevB = me v2​/R --------> v = qeBR/me

--------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის