შეკითხვა: | გამარჯობა, ბატონო ოლეგ! ასეთი კითხვა მაქვს: შემკრები ლინზა ეკრანზე იძლევა გადიდებულ გამოსახულებას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გამოსახულება აუცილებლად ნამდვილია. თუ კი, რატომ? შემკრები ლინზა წარმოსახვით გამოსახულებასაც ხომ იძლევა? სიტყვა "ეკრანი" რამეს ხომ არ ნიშნავს? |
---|---|
პასუხი: | სიტყვა "ეკრანი" რამეს ხომ არ ნიშნავს? კი!... ეკრანის მეშვეობით ვახერხებთ ნამდვილი გამოსახულების "დაჭერას''(დაფიქსირებას). ეკრანზე ხდება საგნიდან ლინზაში მოხვედრილი და შემდეგ გრდატეხილი სხივების შეკრება, რის გამოც გამოსახულება ნამდვილია. ეკრენიდან კი ''დიფუზიური'' არკვლის შედეგად უშუალოდ ''ვხედავთ'' ამ გამოსახულებას. შესაძლებელი იყო გამოსახულების ადგილზე არ მოგვეთავსებიანა ეკრანი და გამოსახულებისათვის უშუალოდ შემოგვეხედა გამოსახულებიდან ოდნავ მეტი მანძილით დაშორებული წერტილიდან (ისეთნაირად, რომ გამოსახულებიდან გამომავალი სხივები მოხვედრილიყვნენ თვალში)... ამ დროს ბნელ ოთახში შესაძლებელი იქნებოდა სანთლის ნამდვილი გამოსახულების უშუალოდ ვიზუალურად აღქმა. მაგრამ მაინც უფრო პრაქტიკულია ნამდვილი გამოსახულების ეკრანიდან აღქმა. უფრო ვრცლად: გამბნევი ლინზა ყოველთვის ( ნებისმიერი d -ს შემთხვევაში) იძლევა საგნის 1) წარმოსახვით... 2) პირდაპირ... 3) შემცირებულ ...4) საგანსა და ლინზას შორის მდებარე გამოსახულებას. მისი ვიზუალური აღქმა შეგვიძლია ლინზის მეორე მხრიდან გამოხედვით... თითქოს ჩაზნექილი ''ლუპით'' ვაკვირდებით ობიექტს და უშუალოდ ვხედავთ მის გამოსახულებას.
შემკრები ლინზის შემთხვევაში გამოსახულების ზომა და ნამდვილობა დამოკიდებულია საგნიდან ლინზამდე d მანძილზე: ა) საგანი მოთავსებულია ორმაგ ფოკუსს გარეთ d > 2F .... გამოსახულება 1) ნამდვილია ... 2) გადაბრუნებულია ... 3) შემცირებულია .. 4) მდებარეობს ლინზის მეორე მხარეს F < f < 2F მანძილზე (ფოკუსსა და ორმაგ ფოკუსს შორის). ბ) საგანი მოთავსებულია ორმაგ ფოკუსზე d = 2F .... გამოსახულება 1) ნამდვილია ... 2) გადაბრუნებულია ... 3) იგივე ზომისაა .. 4) მდებარეობს ლინზის მეორე მხარეს f = 2F მანძილზე ( ორმაგ ფოკუსზე). გ) საგანი მოთავსებულია ფოკუსსა ორმაგ ფოკუსს შორის F < d < 2F .... გამოსახულება 1) ნამდვილია ... 2) გადაბრუნებულია ... 3) გადიდებულია .. 4) მდებარეობს ლინზის მეორე მხარეს f > 2F მანძილზე ( ორმაგ ფოკუსს გარეთ). დ) საგანი მოთავსებულია ფოკუსზე d =F .... გამოსახულება არ აიგება
ე) საგანი მოთავსებულია ფოკუსსა და ლინზას შორის d < F .... გამოსახულება 1) წარმოსახვითია ... 2) პირდაპირია ... 3) გადიდებულია .. 4) მდებარეობს ლინზიდან საგნის მხარეს საგნის უკან.
ე) შემთხვევაში (მსგავსად გამბნევი ლინზისა) გამოსახულების ვიზუალური აღქმა შეგვიძლია ლინზის მეორე მხრიდან გამოხედვით... როდესაც ლუპით ვაკვირდებით ობიექტს და უშუალოდ ვხედავთ მის გამოსახულებას. მოკლედ წარმოსახვით გამოსახულებებს უშუალოდ აღვიქვამთ ლინზის მეორე მხრიდან გამოხედვით. ა) ... ბ)... გ)... შემთხვევებში კი გამოსახულებები ნამდვილია და მდებარეობენ ლინზის მეორე მხარეს. მათ ვიზუალურ აღქმას ვახერხებთ გამოსახულების ეკრანზე(ფირზე) ''ჩაჭერით''... კინოპროექტორში ან ფოტოაპარატში საგნის ნამდვილ გამოსახულებებს წინასწარ ''ჩავიჭერთ'' (ვაფიქსირებთ) ხოლმე ეკრანზე ან ფოტოფირზე და ასე აღვიქვამთ(ვხედავთ) მათ.... შეგიძლია აიღო სანთელი - ლუპა და ოდნავ ჩაბნელებულ ოთახში სანთლის გამოსახულება ''დაიჭირო'' კედელზე(ეკრანი)... სანთელი-d-ლუპა-f-კედელი განლაგება დაემორჩილება 1/F = 1/d + 1/f ფორმულას. ---------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |