შეკითხვა:

5მ/წმ სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა დაიწყო დამუხრუჭება  2მ/წმ2 აჩქარებით  და 986 მ გაიარა
    ა)29წმ–ში                ბ)10წმ–ში                   გ)47წმ–ში                   დ)73 წმ–ში

ამოხსნა რომ დამიწეროთ თუ შეგიძლიათ

პასუხი:

 

v0x = 5 მ/წმ ....  ax = - 2 მ/წმ2( მინუსი  შენელებული მოძრაობის გამო)...... გავლილი მანძილი (და არა გადაადგილება)  L = 986 მ  

-----------------------------------

  t=?    

5 მ/წმ   საწყისი სიჩქარით და 2 მ/წმ2 აჩქრებით დამუხრუჭებისას სხეული მაქსიმუმ გაივლიდა  Smax = v02/2a = 25/4 = 6, 25  მ მანძილს.

რაშია საქმე?... რაში და პირობაა არასწორი..... როგორც ჩანს სხეული  კი  არ მუხრუჭდება, არამედ აჩქარებულად(ზრდადი სიჩქარით) აგრძელებს მოძრაობას   ax = +2 მ/წმ2 ..... ამ დროს უნდა გამოიყენო   ფორმულა  

Sx = voxt + axt2/2   ...... 986 = 5t +2t2/2 ........ t2 + 5t - 986 = 0  ..... ამოხსენი ეს კვადრატული განტოლება და მიიღებ    რომ     t = ???   ერთერთ პასუხს  4  სავარაუდო  პასუხიდან.

----------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის