შეკითხვა:

მაგიდაზე დევს m და 3m მასის ორი სხეული. ხახუნის კოეფიციენტი m მასის სხეულსა და მაგიდას შორის არის µ, ხოლო 3m მასის სხეულსა და მაგიდას შორის კი 2µ. მაგიდა აამოძრავეს ჰორიზონტალური მიმართულებით ისეთი აჩქარებით, რომ ორივე სხეული გასრიალდა. ამ დროს პირველი სხეული ამოძრავდა a აჩქარებით. რა აჩქარებით ამოძრავდა მეორე სხეული? (2a) 

პასუხი:

გამარჯობა მალხაზ!...

ამოცანა ამოვხსნათ ზოგადად და ვაჩვენოთ რომ   მთავარი როლი ენიჭება ხახუნის კოეფიციენტს  და არავითარი წვლილი არ აქვს    მასას.   

ტვირთს დედამიწის მიმართ ამოძრავებს  მაგიდასთან შეხების ხახუნის ძალა.

1)  თუ ტვირთი არ ცურავს   მაგიდაზე,  მაშინ  მაგიდაც და ტვირთიც მოძრაობენ ერთიდაიგივე  a  აჩქარებით   ტვირთის მოძრაობის განმაპირობებელია  უძრაობის ხახუნი  ...... Fუძრ.ხ = ma ....  მაგრამ უძრაობის ხახუნს    აქვს ზღვარი  Fუძრ.ხ  <=  \(\mu\)mg   (ჰორიზონტალურ  ზედაპირზე) და ამიტომ  ტვირთის მაგიდასთან   არმოცურების პირობა იქნება, რომ მაგიდის   აჩქარება   a <=  \(\mu\)g

და თუ   მაგიდის აჩქარება   a > \(\mu\)g  , მაშინ

2)   ტვირთი ცურავს მაგიდაზე  მისი მოძრაობის საპირისპიროდ  ისე, რომ დედამიწის მიმართ  ინარჩუნებს  მაგიდის მოძრაობის თანხვდენილ მაგრამ  ნაკლებ აჩქარებას:

ტვირთის აჩქარება   ------->( \(\mu\)g ) ............. მაგიდა აჩქარება  -------------------> ( a )

ტვირთის მოძრაობის განმაპირობებელია  უკვე  სრიალის ხახუნის ძალა ... Fსრ.ხ  =  \(\mu\)mg 

-----------------------------

ზემოთთქმულიდან გამომდინარე    წარმოდგენილი ამოცანისათვის  პირველ შემთხვევაში

a1 = \(\mu\)g = a .....მეორე შემთხვევაში კი  a2 = 2\(\mu\)g = 2a