შეკითხვა:

ერთი კამერტონი მოთავსებულია  დამკვირვებლის ყურთან, მეორე ასეთივე კამერტონი მოთავსებულია პირველიდან 47,5სმ-ზე, ამასთან დამკვირვებელს ხმა არ ესმის.იპოვეთ კამერტონის რხევების  სიხშირე.

პასუხი:

კამერტონიდან აღძრული ბგერა სხვათაშორის მიახლოებულია ჰარმონიულ ბგერასთან (კამერტონი მიახლოებით სინუსოიდალურად ირხევა )

ბგერითი  ტალღის სიჩქარე   ჰაერში   \(v = \lambda /T = \lambda \cdot \nu\) = 340 მ/წმ....     \(\lambda\)  -  ტალღის სიგრძეა (მანძილი, რომელზეც ვრცელდება ტალღა წყაროში  ერთი რხევისას).  ----> \(\nu\) = 340 / \(\lambda\)

პირველი კამერტონი ყურთანაა,. მეორე კი 47,5 სმ მანძილზე ... ამასთან დამკვირვებელს ხმა არ ესმის -  ამით ის გვითხრეს, რომ მეორე ბგერა პირველ ბგერას საწინააღმდეგო ფაზაში ხვდებაო.

საერთოდ ტალღების ზედდების მოვლენას ინტერფერენცია ეწოდება.... ყურითან ადგილი აქვს ორივე კამერტონიდან წამოსული ბგერების ზედდებას: თუ დაშორებული კამერტონიდან წამოსული ბგერა  პირველი კამერტონიდან მიღებულ ბგერას  ჩამორრჩება  2\(\pi\) -ს ჯერადი ფაზით , ანუ  თუ მეორე კამერტონი  დაშორებულია ყურისგან  \(\lambda\) -ს ჯერადი მანძილით , მაშინ ადგილი ექნება ტალღების ურთიერთგაძლიერებას ( ამპლიტუდის გაზრდას) და... 

თუ ტალღები ერთმანეთს შეხვდებიან  საწინააღმდეგო ფაზებში (\(\pi\); 3\(\pi\); 5\(\pi\); 7\(\pi\)...) ანუ თუ სვლათა სხვაობა იქნება  \(\lambda\)/2;  

 3\(\lambda\)/2;  5\(\lambda\)/2....მაშინ ტალღები ერთმანეთს  შეასუსტებენ(ჩააქრობენ).

ჩვენს ამოცანაში ბგერებმა ერთმანეთი ჩააქრეს.... \(\lambda\)/2 = 0,475 ... \(\lambda\)= 0, 95 მ ---->      

\(\nu\) = 340/0,95 = 358 ჰც

----------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის