×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 1756
შეკითხვა:

ელექტროჩაიდანს ორი სპირალი აქვს. ერთი მათგანის ჩართვისას ჩაიდანში წყალი დუღდება t1 დროში,მეორის ჩართვისას კი - t2 დროში.განსაზღვრეთ,რა დროში ადუღდება ჩაიდანში წყალი, თუ ორივე გრაგნილს ჩავრთავთ ერთდროულად ა)პარალელურად ბ)მიმდევრობით.

პასუხი:

დავუშვათ პირველი გრაგნილის წონაღობაა   R1  მეორესი კი -- R2  .    ჩაიდანს ყველა შემთხვევაში ერთიდაიგივე    U   ''ძაბვაში''  ვრთავთ.  ჩაიდანში არსებული წყალი  ასადუღებლად  საჭირო   Q  სითბოს  გრაგნილში გამავალი დენის მუშაობის ხარჯზე იღებს:   პირველი გრაგნილის ჩართვისას    Q = (U2 / R1)t1-----> R1 = (U2/Q)t1.... დროებით შემოვიტანოთ არნიშვნა    -- U2/Q = k მაშინ     R1 = kt1 .

      მეორე გრაგნილის ჩართვისას   იგივე სითბო  ---   Q = (U2 / R2)t2 , -----> R2 = kt2

ორივე გრაგნილის პარალელურად ჩართვისას კი იგივე სითბო    Q = (U2 / R)T ------> R = kT

იმედია გეცოდინება, რომ გრაგნილების პარალელური შეერთებისას  სისტემის სრული წინაღობა  R  = R1R2/(R1 + R2) 

-------->   T = t1t2/(t1 + t2)

მიმდევრობითი შეერთების შემთხვევაში  კი   R = R1 + R ------>   T = t1 + t2

--------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის