შეკითხვა:

გამარჯობა ბატონო ოლეგ, გთხოვთ ამიხსნათ გედენიძის საატესტატო წიგნის ამოცანა 6.63 და 6.64, ნახაზის გამო ვერ ვწერ პირობას, წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი:

--------------------------------

თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ  მხოლოდ მარცხენა ჭურჭელში წყლის გათბობა-გაცივებისას  შემაერთებელ მილში სითხის დინების მიმართულება  სულაც არ არის დამოკიდებული   მარჯვენა ჭურჭლის ფორმაზე.... იგი მხოლოდ მარცხენა ჭურჭლის ფორმით განისაზღვრება.

თუ ამოხსნის ლოგიკას მიხვდი, მაშინ ასეთ კითხვებს დაგისვამ:  იგივე პირობის შემთხვევაში

1)   საით იქნება დინება, თუ  მარცხენა ჭურჭელს ცილინდრული ფორმა ექნება?

2) საით იქნება დინება, თუ  ჭურჭლებს ნახაზზე ნაჩვენები ფორმები ექნებათ, მაგრამ თუ სითხეს ორივე ჭურჭელში გავათბობთ?

------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის