შეკითხვა:

ჰაერის ტემპერატურაა 15ºC, ფარდობითი ტენიანობა კი 72%. გამოთვალეთ ნამის წერტილი(10ºC)

პასუხი:

შევეცადე ამეგო ნაჯერი ორთქლის წნევის ტემპერატურისაგან დამოკიდებულების გრაფიკი(მოცულობისგან ისედაც არაა დამოკიდებული).... გრაფიკის არაწრფივობა იდეალური აირის ოზობარასათან შედარებით გამოწვეულია იმით, რომ ტემპერატურის გაზრდასთან ერთად  წნევის გაზრდაში მონაწილეობას იღებს  უკვე სიმკვრივეც(ტემპერატურის  იზოქორული  გაზრდა  თავისმხრივ  ორთქლის სიმკვრივის გაზრდასაც იწვევს იდეალური აირისაგან განსხვავებით)... გრაფიკს პრეტენზია არ გააჩნია სიზუსტეზე, თუმც საორიენტაციოდ უდავოდ გამოდგება.

თითქმის ანალოგიური დამოკიდებულებაა   ორთქლის  ნაჯერობის   სიმკვრივესა დაა ტემპერატურას შორის...

საინტერესო  ამოცანებია ამ  თემაზე  მარგველაშვილის ამოცანათა კრებულში.....