შეკითხვა: | პასუხის პასუხი: წყლიანი ჭურჭლის ვარდნის შემთხვევაში ჩემი აზრით, მოხდება ის, რომ წყალი ქვემოთ კი აღარ აწარმოებს წნევას, არამედ ზემოთ. ანუ სურათი ამოყირავდება. ასევე იქნება მათემატიკური ქანქარის 2g აჩქარებით ვარდნის შემთხვევაში. იგი ფეხებით მაღლა დაიწყებს ქანქარს. ანუ, მას ეგონება, რომ დედამიწა ზევითაა. საერთოდ, თავისუფალი ვარდნისას ცნებები "ზემოთ" და "ქვემოთ" აღარ არსებობს. მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები:წარმოვიდგინოთ, რომ X პლანეტას აქვს 2g აჩქარება. რა იცის ჭურჭელმა, დედამიწაზე ვარდება 2g აჩქარებით თუ X პლანეტაზე თავისუფლად ვარდება. მაშინ წონა 0-ის ტოლი უნდა იყოს. თავისუფლად ვარდნისას კი არქიმედეს ძალა აღარ გვაქვს, რადგანაც წარმოიქმნება სიმეტრია; ყველა მიმართულება თანასწორუფლებიანი ხდება. თუ a<g და ქვემოთ არის მიმართული, არქიმედეს ძალა მოქმედებს-სხეული რჩება იმ მდგომარეობაში, როგორც იყო(მაგალითად, ნახევრად ჩაძირული). მართლაც, Vჩაძირული/Vსხ.=qსხ./qსითხე ფორმულაში ხომ g შეკვეცილია? მოკლედ, მემგონი ყველაფერი თავდაყირა დადგა... |
---|---|
პასუხი: | ჩემი აზრით, მოხდება ის, რომ წყალი ქვემოთ კი აღარ აწარმოებს წნევას, არამედ ზემოთ. ანუ სურათი ამოყირავდება. ნუ გერიდება... გაბედულად! მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები:წარმოვიდგინოთ, რომ X პლანეტას აქვს 2g აჩქარება. რა იცის ჭურჭელმა, დედამიწაზე ვარდება 2g აჩქარებით თუ X პლანეტაზე თავისუფლად ვარდება. პლანეტა სითხეს 2g აჩქარებას ანიჭებს გრავიტაციით და ზუსტად ამას ვუწოდებთ თავისუფალ ვარდნას... სითხეც და წურჭელიც ერთნაირი აჩქარებით ვარდება და საერთოდაც ამ შემთხვევაში ჭურჭელი აზრს(ფუნქციას) კარგავს - სითხეში წნევა არ გვაქვს - არ გვაქვს კუმშვა. არ არსებობს ამომგდები ძალა. დედამიწაზე კი სითხეს ამ 2g(რიცხობრივად) აჩქრებას ვანიჭებთ დრეკადობით(კუმშვით) - ჭურჭლის ზედა წახნაგი დრეკადობით აწვება სითხეს ქვევით და პირიქით სითხე წახნაგს აწვება ზევით წნევის ძალით . სითხეში აღიძვრება წნევა - სითხე ამ დროს შეკუმშულია.. ზედა წახნაგთან წნევა მაქსიმალურია და თავისუფალი ჰორიზონტალური ზედაპირი უჩნდება ქვემოდან ... და ყველაფერს ამას უკვე უზრუნველყოფს ჭურჭელი - მას უკვე აუცილებელი ფუნქცია აკისრია. ჩნდება '' ჩამგდები'' ძალა.
-------------------------------- კორპის ბურთულა აღმოჩნდება ქვემოდან ნახევრად გარეთ რკინის კი ზედა წახნაგთან... ----------------------------- ოლეგი გაბრიაძე |