შეკითხვა: | ზუსტად იგივე პასუხი მქონდა მეც!(არქიმედეს ძალის შესახებ). უბრალოდ ჩემს მიერ ამ საკითხის წამოყენება გამოწვეულია იმით, რომ ვისაც არ ვეკითხებოდი, ვერავინ მცემდა პასუხს. მერე ვიფიქრე და მივხვდი. ამიტომ მეგონა, რომ სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა. კიდევ მაქვს რამოდენიმე კითხვა, რომელზედაც ვისაც არ უნდა ვკითხო, არასწორად მპასუხობენ. მაგალითად, "საით არის მიმართული არქიმედეს ძალა?"-ყველა მპასუხობს რომ ზევით(ყოველთვის), თუმცა არა ყოველთვის! ან:უწონობაში მოქმედებს არქიმედეს ძალა?გამოიცანით რას მპასუხობენ,კი თუ არა? ისე, მეც მაინტერესებს რატომ, თუმცა ვიცი, რომ არა. როცა g მიისწრაფვის a-სკენ, მაინც მოქმედებს, ხოლო როცაg=a-ს, ქრება.თქვენი აზრი მაინტერესებს. P.S. არ შემიძლია არ ავღნიშნო,ძალიან მომეწონა თქვენი წინა ამოცანის(ცენტრისკენულ ძალაზე) ამოხსნა. თვით აინშტაინმა თქვა: ფიზიკა ესმის მხოლოდ იმას, ვინც თავის ბებიასაც კი გააგებინებსო> |
---|---|
პასუხი: | კარგი კითხვაა... ყველაფერი ''დალაგდება'' მაშინ, როცა ზუსტად გავერკვევით ჰიდროსტატიკური წნევის ცნებაში... რატომღაც არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ p =\(\rho\)gh ფორმულა ''მუშაობს'' მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სითხე უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად, სითხის(ჭურჭლის) აჩქარების შემთხვევაში კი p = \(\rho\)( g + ay)h.... ay - სითხის აჩქარების გეგმილია ვერტიკალურად ზევით მიმართულ y ღერძზე ... და ეს გამოწვეულია იმით, რომ აჩქარების შემთხვევაში წნევის ძალა Pn = mg + may .... შეასაბამისად ამომგდები ძალაც Fამ = \(\rho\)( g + ay)V.... იგივე კორექტირებას განიცდის მათ ქანქარას რხევის პერიოდის ფორმულაც(ჰიუგენსის ფორმულა) T = \(2\pi \sqrt{\frac{l}{g+a_{y}}}\) ჰოდაა... ახლა ასეთი აზრობრივი ამოცანა: ჭერზე თოკით დაკიდებულ დაგმანულ ცილინდრულ წურჭელში ასხია წყალი... წყალში სანახევროდ ტივტივებს გათვალისწინებადი ზომის(მაგრამ არა ბუმბერაზი ) კორპის ბურთულა ...სიმარტივისათვის ჭურჭლის მასა უგულებელვყოთ და ''დაჟე'' ჰაერიც გამოვტუმბოთ..... კიდევ მეტი სიმარტივისათვის კორპის ბურთულა თითქმის ეხება ჭურჭლის ზედა წახნაგს. თოკი გადავწვათ და იმავდროულად ჭურჭელს დავქაჩოთ ქვევით მუდმივი ძალით ისე, რომ დედამიწის მიმართ მივანიჭოთ 2g აჩქარება.... რა სურათი დადგება???.... ------------------------------------------------------------------------------------------ ჰე...დროზე!...თორემ გავადინე ამასობაში მიწაზე ზღართანი .... ოლეგი გაბრიაძე
|