შეკითხვა:

ამჯერად მინდა სხვა სახის კითხვა შემოგთავაზოთ, ეს უფრო სოფიზმია, ვიდრე კითხვა.ცნობილია, რომ თუ ერთი მასალის სხეულების მასები ტოლია, მათი ერთნაირ სითხეებში მოთავსებისას (ვიგულისხმოთ რომ იძირება), არქიმედეს ძალები იქნება ერთნაირი, რადგან მოცულობები ტოლია.ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ერთი სხწეული გავაბრტყელეთ ისე,რომ მისი სისქე გახდა ძალიან მცირე. ჩავდოთ იმავე სითხეში(ისე რომ მთლიანად ფსკერზე არ მიეკვრას). არქიმედეს ძალა უნდა იყოს იგივე. მაგრამ ეს ძალა ხომ გამოწვეულია სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებზე განსხვავებული წნევის ძალების ტოლქმედით, ეხლა კი ეს განსხვავება ძალიან მცირე იქნება. მაშ სად არის დაშვებული შეცდომა? ჯერ თქვენი ვერსია მაინტერესებს, მერე კი ჩემსას მოგახსენებთ.

პასუხი:

ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ერთი სხწეული გავაბრტყელეთ 

თუ გაბრტყელების პროცესში იმას დავუშვებთ, რომ  იგი მეტად გამკვრივგფება და შესაბამისად მოცულობა შეუმცირდება, მაშინ ცხადია ამიომგდები ძალაც შემცირდება.  არადა გაბრტყელების(უფო სწორად ჭედვის)  ხანგძლივ  პროცესში  ლითონი მართლაც მკვრივდება... მაგ რკინის ჭედვით წრთობის (გაცხელება-გაცივება) პროცესის თანხლებით ვღებულობთ შედარებით  მკვრივ ფოლადს.

ამ გაბრტყელების  ''უხერხულობის'' მოსახსნელად  საკითხი ასე დავსვათ: ჩავუშვათ  ერთიდაიგივე  მასალისგან დამზადებული ტოლი მასის ორი სხეული სითხეში - ერთი კუბის  ფორმის და მეორე ძალიან თხელი კვადრატული  ფირფიტის  ფორმის ... რადგანაც ორივე სხეულის მოცულობა ერთნაირია, ამიტომ მათი ორიენტაციიცაგან დამოუკიდებლად ორივეზე იმოქმედებს ტოლი ამომგდები ძალები..... ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე!

ეს ძალა ხომ გამოწვეულია სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებზე განსხვავებული წნევის ძალების ტოლქმედით........ დიახ!!! .... და ვინმემ თქვა არა -.ო???...angry

 ეხლა კი ეს განსხვავება ძალიან მცირე იქნება.... არ დიახ!!!...

ეს განსხვავება წნევის ძალებს შორის ორივე შემთხვევისათვის  იგივე იქნება...  --- ძალიან მცირე იქნება განსხვავება წნევებს შორის მაგრამ პროპორციულად  ძალიან დიდი იქნება განსხვავება კუბის წახნაგის ფართობსა და ფირფიტის ფართობს შორის... რის გამოც  წნევის ძალთა  ტოლქმედი ორიცე შემთხვევაში იქნება ერთნაირი  ---  Fტოლქმ  = \(\Delta\)p •\(\Delta\)S.. ----- შესაბამისად  ამომგდები ძალა ორივე შემთხვევაში  იქნება ერთნაირი...

. მაშ სად არის დაშვებული შეცდომა? ..... მეც მაინტერესებს!...

 ჯერ თქვენი ვერსია მაინტერესებს, მერე კი ჩემსას მოგახსენებთ..

ჩემი უკვე ვთქვი... გისმენთ.

------------------------------

ველოდი გამოხმაურებას წინა ამოცანის შესახებ... მარცხენა თვალი ჯერ კიდევ საღი მაქვს, მარჯვენა თითნაკრავს კი ნელნელა  ვიშუშებ...laugh

პატივისცემით ოლეგი გაბრიაძე