შეკითხვა:

დადებითად დამუხტული მტვრის ნამცეცი მუდმივი სიჩქარით ნელა ეშვება. მაინტერესებს რატომ გაიზრდება ნამცეცის სიჩქარე თუ მის ქვემოთ დაუმუხტავ ფირფიტას მოვათავსებთ? ამ კითხვაზე პასუხი მასწავლებელმა ახსნა, მაგრამ რაღაცები ჩემთვის მაინც ბუნდოვნად დარჩა. ძალიან გთხოვთ იქნებ თქვენ ამიხსნათ რატომ? დიდი მადლობა.

პასუხი:

საკითხი რომ კარგად გაიგო, გირჩევ ი ასეთი მარტივი ცდა ჩაატარო:...

აიღე შოკოლადის ვერცხლისფერი ფოლგა(რაშიც შოკოლადია გახვეული) და მისგან პატარა(დაახლ  3 - 5 მმ დიამეტრის)   დაჭმუჭნული  ბურთულა გააკეთე.  ეს ფოლგა გამტარია... მასში    არსებული ელექტრონების  დიდი ნაწილი   თავისუფალია - ქაოტიურად მოძრაობენ კრისტალური მესრის კვანძებს შორის.  ეს ბურთულა  რაიმე საკიდელზე   თავისუფლად  დაკიდე  დაახლ 50 სმ სიგრძის ძაფით.   ბურთულას და ძაფს  ხელი არაფერი უნდა უშლიდეს. ცხადია რომ ეს ბურთულა ამ შემთხვევაში დაუმუხტავია- არ განიცდის არც ელექტრონების სიჭარბეს და არც ნაკლულობას...ელექტრულად  ნეიტრალურია.

შემდეგ აიღე პლასტმასის რაიმე ღერო:  სავარცხელი ან სახაზავი ან საწერი იაფფასიანი ჩინური  პასტა  და

ახახუნე შალის ქსოვილხე ან უხეში  ცელოფნის  პარკზე ...(პლასტმასა დიელექტრიკია)...ხახუნის შედეგად  ღერო   დაიმუხტება  დადებითად ან უარყოფითად. თუმც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ შალზე ხახუნისას ღერო დაიმუხტება უარყოფითად .

1) - ფრთხილად (ისე რომ არ შეეხოს) მივუახლოვოთ ეს დამუხტული(დავუშვათ უარყოფითად)  ღერო  დამუხტავ ბურთულას... ბურთულა გადაიხრება ღეროსკენ და შეეცდება რომ მას შეეხოს...

2) - მივცეთ ბურთულას ღეროსთან შეხების საშუალება... თითქოს ''ელდა'' ეცაო - ბურთულა  ''გველნაკბენივით''  დაშორდება ღეროს და  შეეცდება რაც შეიძლება შორს  გადაიხაროს ღეროდან.....

შემდეგ შეგვიძლია ბურთულას ხელით შევეხოთ (ამით მას გავანეიტრალებთ) და ცდა ხელმეორედ გავიმეოროთ.

ავხსნათ ორივე მოვლენა...

1) - რატომ მიიზიდა დამუხტულმა ღერომ დაუმუხტავი ბურთულა?

რადგანაც ბურთულა გამტარია ,  უარყოფითად დამუხტული ღეროს მიახლოებისას ბურთულაში არსებული თავისუფალი ელექტრონები განიზიდებოდნენ ღეროდან და  გადანაწილდებოდნენ  ბურთულას  ერთ მხარეს. რის გამოც   ღეროსკენ  მიშვერილი მხარე აღმოჩნდებოდა ელექტრონებნაკლული - დადებითად დამუხტული.  და რადგანაც  ბურთულას დადებითად დამუხტული მხარე ღეროსთან  უფრო ახლოსაა ვიდრე უაროფითად დამუხტული მხარე ამიტომ  დადებითი მხრის მიზიდვის ძალა გადაწონის უარყოფითად დამუხტული მხარის განზიდვის ძალას და შედეგად ბურთულა მიიზიდება  ღერისკენ.

2) - როცა ნეიტრალური  ბურთულა  შეეხება(''აკოცებს'')   უარყოფითად დამუხტულ ღეროს, მუხტის   ნაწილი(ელექტრონები)  გადავა ბურთულაზეც... ბურთულა  დაიმუხტება უარყოფითად(ელექტრონების სიჭარბე)), რის გამოც იგი სასწრაფოდ განიზიდება ღეროდან.

ბურთულაზე ხელის შეხებით მასზე არსებული ზედმეტი(ჭარბი) ელექტრონები  წარიტაცებიან  ჩვენი ორგანიზმის მიერ (ჩვენი მასა ხომ გაცილებით დიდია ბურთულას მასასთან შედარებით?) და შეგვიძლია ცდის ხელმეორედ განმეორება.

მიაქციე ყურადღება იმას, რომ ამ მოვლენას ვერ დავაკვირდებოდით  ძაფზე პლასტმასას მცირე  ბურთულას დაკიდების შემთხვევაში.  და რატომ ???.....

თუ რაიმე გაიგე, მაშინ ადვილად გაცემ პასუხს შენს  მიერ დასმულ კითხვასაც.  აუცილებელია იმის მითითებაც, რომ  კითხვაში ნახსენები ფირფიტა უნდა იყოს ლითონისგან დამზადებული (ალუმინი..სპილენძი........)

-------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

* * *

 ა-უ-უ !!....  თეკლა სად ხარ?..

წასულა თეკლა crying