შეკითხვა:

გამარჯობათ..

   იპოვეთ იმ ძალის მოდული, რომლითაც ჰორიზონტალურად უნდა იმოქმედოთ ძელაკზე, რომ იგი თანაბრად მისრიალებდეს ზევით. ძელაკის მასაა 1 კგ, ხახუნის კოეფიციენტია 0,1,  დახრის კუთხე 30 გრადუსი.

პასუხი:

ააგე ნახაზი:  დახრილი სიბრტყე... მასზე თანაბრად აღმა  მოძრავი სხეული......სხეუზე მოქმედი ძალთა ვექტორები:

    ვერტ ქვევით   mg  სიმძიმის ძალა............ დახრ სიბრტყის მართობულად  ''ზევით''  სიბრტყის    N    რეაქციის ძალა.......  დახრ სიბრტყის გასწვრივ დაღმა   სრიალის   Fხახ    ხახუნის ძალა...........დახრ  სიბრტყეში ''შემავალი" ჰორიზონტალურად მიმართული  F   ძალა .... სხეული მოძრაობს  აღმა  v= const  სიჩქარით....   

წრფივი თანაბარი მოძრაობის პირობა:  ვექტორული ჯამი   mg + N + F + Fხახ = 0.....  სიბრტყის გასწვრივ და სიბრტყის მართობულად დაგეგემილებისას      FCosa = mgSina + Fხახ   ....  და    N = mgCosa + FSina ....  თავისმხრივ   Fხახ = \(\mu\)N  

ამ სამი განტოლებათა სისტემიდან ამოიხსნება     F = ....