შეკითხვა:

ეს ორი მარტივი ამოცანა მინდა და აღარ შეგაწუხებთ

1.ზევით სხეულის თანაბარი მოძრაობისას დინამომეტრი 4,25 ნ-ს უჩვენებს, ქვევით მოძრაობისას-3,75 ნ-ს განსაზღვრეთ სხეულის მასა და ღერძთან ჭოჭონაქის ხახუნის ძალა 

m=F/g da Fხ=მიუmg ?

2.ძალის რა მოგებას გვაძლევს ჰიდრავლიკური წნეხი თუ მისი დგუშების ფართობებია 2სმ^2 და 400სმ^2, ხოლო პატარა დგუშის მოძრაობაში მომყვანი ბერკეტების მხრების სიგრძეებია 10 და 50 სმ ?

პასუხი:

გააკეთე ნახაზი... თანაბარი მოძრაობის გამო ორივე შემთხვევაში   ზემოთ მიმართული ძალები უნდა გაწონასწორდეს  ქვემოთ მიმართული ძალებით:..... 4,25 = mg + F     და     3, 75 + F = mg  ..... ამოხსენი   F = ????   და   m =???

------------------------------------------------

ცალკე  ბერკეტით  ძალაში  ვიგებთ   50/10 -ჯერ... ცალკე  წნეხით კი  400/2-ჯერ 

  ......... ერთობლივი მოქმედებით მოვიგებთ რამდენჯერ???

გაძლევ სავარაუდო პასუხებს:

  5 - ჯერ..... 200 -ჯერ.... 40 -ჯერ... 205 -ჯერ... 195 -ჯერ... 1000 -ჯერ .... 1205  -ჯერ ... 

და   რაც  შენ ასაკი  გაქვს - იმდეჯერ...