შეკითხვა: | უღრმესი მადლობა ასე ამომწურავად და გასაგებად ახსნისთვის.(თქვენ ალბათ ფიზიკის "ნიჭიერში" გაიმარჯვებდით!) მოსახვევში მოძრაობაზე ეს კითხვა დიდი ხანია მაწუხებდა. ალბათ იგივე პრინციპია დახრილ სიბრტყეზე რომ დევს h სიმაღლის ძელი. ამ დროსაც საყრდენის რეაქციის წერტილი ინაცვლებს htgß/2 -თი. მაგრამ გემი რომ უხვევს იგივე ხდება? სადღაც წავიკითხე, სითხეში უძრაობის ხახუნი არ არისო(მე კი მთლად არ ვეთანხმები) . ისე შეგაწუხეთ ჩემი კითხვებით, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ და რიტორიკულ კითხვად დავტოვოთ. |
---|---|
პასუხი: | ალბათ იგივე პრინციპია დახრილ სიბრტყეზე რომ დევს h სიმაღლის ძელი. ამ დროსაც საყრდენის რეაქციის წერტილი ინაცვლებს htgß/2 -თი .... სწორი მინიშნებაა. გემის შემთხვევაში ამომგდები ძალის მოქმედების წრფე გადაინაცვლებს ბრუნვის ღერძიდან...ღერძიდან კიდურა მხარე მეტად ჩაიძირება წყალში და პირიქით ღერძისკენა მხარე მეტად ამოტივტივდება, ისე რომ ჯამური ამომგდები უცვლელი დარჩება. ანუ გემი გადაიხრება ღერძიდან... ცენტრისკენული ძალის უზრუნველყოფა კი მოხერხდება პროპელერის ბრუნვის ღერძის მიმართულების შეცვლით. ალბათ იცით თუ როგორ ხდება წევის ძალის განვითარება პროპელერის მეშვეობით გემების და თვითმფრინავების მოძრაობისას. იახტის შემთხვევაში კი ცენტრისკენული ძალის უზრუნველყოფა მოხერხდება იალქნის მობრუნებით. უძრაობის ხახუნი ამ დროს არაფერ შუაშია. .(თქვენ ალბათ ფიზიკის "ნიჭიერში" გაიმარჯვებდით!) .... ვატყობ არც შენ გიგვალავს ენა. ---------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|