შეკითხვა:

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რაც ადრეც მოგწერეთ. როდესაც ველოსიპედი უხვევს, ველოსიპედისტი ცენტრისკენ იხრება, რომ უზრუნველყოს ცენტრისკენული ხახუნის ძალა. მაგრამ როდესაც ავტობუსი უხვევს, მისი კორპუსი მოხვევის საწინააღმდეგოდ იხრება. რატომ? ინერციის გამო? მაშ, რა უზრუნველყოფს ცენტრისკენულ აჩქარებას?

პასუხი:

რადგანაც   ველოსიპედის შემთხვევაში   ზედაპირთან დაყრდნობა ხდება მხოლოდ ერთ (ორ) წერტილში  და რადგანაც ამასთან ერთად სისტემის სიმძიმის ცენტრი  ზედაპირიდან  გათვალისწინებად სიმაღლეზეა, ამიტომ   წრეწირზე მოძრაობის უზრუნველსაყოფად  ველოსიპედისტი  იხრება წრეწირის ცენტრისაკენ, ისე რომ   სიმძიმის ცენტრის მიმართ უძრაობის ხახუნით  შექმნილი მაბრუნებელი მომენტი გაწონასწორდეს  რეაქციის ძალის მაბრ მომენტით.... რაც იგივეა რომ ამ ორი ძალის ტოლქმედი უნდა გადიოდეს   სმძიმის ცენტრზე.

ავტობუსის შემთხვევა:

საკითხის მეტი სიცხადისათვის ასეთი მარტივი ცდა ჩავატაროთ: მბრუნავ  ფირსაკრავზე   ბრუნვის ღერძთან ახლოს  უმცირესი წახნაგით  მოვათავსოთ ძველებური საშლელი რეზინი, ან  ასნთის სავსე ყუთი, ან კიდევ სხვა რაიმე ''ან''... მთავარია  ხახუნის კოეფიციენტი  უზრუნველვყოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დიდი

და მთავარი:   ფირფიტა აუცილებლად  ''ბესამე - მუჩო'' - ს უნდა უკრავდეს... laugh 

ღერძთან ახლოს მოთავსებისას რეზინი ბრუნავს  წრეწირზე... შემდეგ რეზინი ოდნავ დავაშოროთ ღერძს - ისევ ბრუნვა ... კიდევ დავაშოროთ - ისევ ბრუნვა ...

დაბოლოს დადგება მომენტი, როცა რეზინი  კი არ გასრიალდება,  არამედ  გადაბრუნდება .... გასრიალება მოხდებოდა უდიდესი  წახნაგით დადების  შემთხვევაში.

ბრუნვისას სხეული ინერციის გამო  ცენტრიდანული  უძრაობის  ხახუნით მოქმედებს ფირფიტაზე.... ფირფიტა კი  მოქმედებს  სხეულზე  ცენტრისკენული  უძრაობის ხახუნით და ანიჭებს მას ცენტრისკენულ აჩქარებას... მაგრამ რადგანაც სხეულის სიმძიმის ცენტრი საყრდენიდან  უკვე გათვალისწინებად სიმაღლეზეა, ამიტომ   სიმძიმის ცენტრის მიმართ  უძრ ხახუნის  მაბრუნებელი მომენტი  უნდა გაწონასწორდეს რეაქციის ძალის მაბრ მომენტით... ამის უზრუნვეყოფა კი ხდება  ჯამური რეაქციის ძალის  მოქმედების წრფის  ბრუნვის ცენტრიდან  გადაწევით (გადაჩოჩებით) - ამით იგი იძენს ''მხარს''...

ანუ,  ჩვეულებრივი უძრაობისას  წნევა შემხები წახნაგის ყოველ წერტილში   ერთნაირია, მაგრამ ბრუნვისას უკვე  შემხებ ზედაპირზე წარმოებული წნევა  ცენტრიდანული მიმართულებით  მატულობს, ხოლო ცენტრისკენული მიმართულებით კი კლებულობს... ისე რომ  საშუალო წნევა  უცვლელი რჩება.

ასე რომ სხეულის ბრუნვის ღერძიდან თანდათან დაშორებისას იზრდება რა ცენტრისკენული აჩქარება იზრდება  უძრაობის ხახუნი და შესაბამისად უნდა გაიზარდოს  ჯამური  რეაქციის ძალის მხარიც და როდესაც  ეს მხარი მიაღწევს თავის მაქსიმალურ შესაძლო მნიშვნელობას (უკიდურესი საყრდენი წერტილი)  უკვე იწყება გადაბრუნება.

ავტომობილის შემთხვევაში დამატებით როლს თამაშობენ ამორტიზაციის ზამბარები (''რესორები'').  მოსახვევში ცენტრიდან კიდურა ბორბლებზე დაწოლა მატულობს - (ზამბარები მეტად იკუმშება) ... ცენტრისკენ კიდურა ბორბლებზე კი დაწოლა კლებულობს ( ზამბარები ნაკლებად არის შეკუმშული) ... ყველაფერი ეს ცხადია იწვევს ავტომობილის (რაც უფრო მაღალია) ცენტრიდან გადახრას.   ზღვრულ სიტუაციაში   მოხერხებული  მძღოლები  ავტომობილებს  მარტო  კიდურა ბორბლებზეც ატარებენ და მათ შორის უნიჭიერესები მონაწილეობენ   გადაცემა ''ნიჭიერში" ....

-----------------------------------

ველოსიპედისტზე  პრეტენზიები არ მიიღება

-------------------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე